არ გაიწვევენ ამ სიას, გაიწვევენ მდინარაძეებს და ზარდიაშვილებს პარლამენტიდან, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" დღეს სამართლიანობას ებრძვის.
"არ გაიწვევენ ამ სიას, გაიწვევენ მდინარაძეებს და ზარდიაშვილებს პარლამენტიდან და ეს არ გადაცდება გაზაფხულს. იმაში ვარ დარწმუნებული რომ სამართლიანობას ებრძვის დღეს "ქართული ოცნება". ალბათ უფრო დიდი პოლიტიკური წონის მქონე ადამიანი დგას იმიტომ, რომ ისინი ისე თავხედურად ესაუბრებიან საზოგადოებას, რომ ეს მდინარაძის მხარდაჭერილ კანდიდატებს არ გვანან", - განაცხადა ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.