კაჭრეთში იმართება სემინარი და აქ არ ყოფილა საუბარი საპარლამენტო უმრავლესობის შიდა ამბებზე, არც პერსონებზე, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომა საგაზაფხულო სესიამდე გაიმართება და იქ იქნება სხვა საკითხებზე მსჯელობა.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს, მდინარაძის თქმით, სიის გაწვევა იუსტიციის საბჭოს პრეროგატივაა და არა პარლამენტის.
„ჩვენი საქმეა, ვიმსჯელოთ ყველა კანდიდატზე ინდივიდუალურად და მივიღოთ გადაწყვეტილება. ჩვენი ყველას საერთო ინტერესია სასამართლოს დამოუკიდებლობა და გაძლიერება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.