პრეზიდენტისგან მივიღეთ კონკრეტული დავალებები, _ განაცხადა ნატოში საქართველოს წარმომადგენელმა გრიგოლ მგალობლიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, შეხვედრაზე ძირითადი აქცენტები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ტურიზმის სფეროს განვითარებას შეეხო.
"ამბასადორიალი საგარეო პოლიტიკის კუთხით აქტიურ პეროდს დაემთხვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მივიღეთ კონკრეუტლი დავალებები. ყველა ელჩმა თავისი მიმართულებით. პრეზიდენტთან შეხვედრის დროს კი საუბარი შეეხო ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა, რადგან როდესაც ქვეყანას ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა აქვს ხალხის მდგომარეობაც გაუმჯობესებულია. ასევე, ჩვენ მივიღეთ მითითებები როგორ წარმოვაჩინოთ უკეთესად საქართველო რომ ტურიზმის განვითარება მოხდს". - აღნიშნა მგალობლიშვილმა.
მისივე თქმით, ნატოს სამიტამდე მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი და ეს პერიოდი საკმაოდ დატვირთული იქნება.