მოდით, ყველა ის ადამიანი, ვინც გუნდურობას მასწავლის და რაღაც ვერსიებს ავითარებს, ჩემს მაგივრად ვიდრე ისაუბრებენ მიზეზებზე, რომელიც მხოლოდ მე ვიცი და არ იციან მათ, უმჯობესი იქნება პირდაპირ კითხოთ, დაუჭერენ თუ არა ამ სიას მხარს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მიი თქმით, ამის შემდეგ გამოჩნდება, რა პოზიცია აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს საჯაროდ ავითარებენ ვერსიას, რომელიც ირაკლი კობახიძემ მოიფიქრა და მისივე თქმით, ეს ცრუ ვერსიაა.
"რა დავალებით ისაუბრებს კახა კუჭავა, რომელიმე სხვა კოლეგა ან მდინარაძე გასაგებია, რომ ეს არის იმ ჯგუფის პოზიცია, რომელსაც არ გამოუხატავს თავისი პროტესტი და არ გამოუხატავს თავისი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ამ პროცესის და სიის მიმართ. ამიტომ მოდით, ყველამ დააფიქსიროს თავისი პოზიცია, ღიად და საჯაროდ, თუ რას ფიქრობს ამ სიასთან დაკავშირებით. უნდა იყოს თუ არა ეს სია გაწვეული ან დაუჭერენ თუ არა ამ სიას მხარს. მოდით, ყველა ის ადამიანი, ვინც გუნდურობას მასწავლის და რაღაც ვერსიებს ავითარებს, ჩემს მაგივრად ვიდრე ისაუბრებენ მიზეზებზე, რომელიც მხოლოდ მე ვიცი და არ იციან მათ, უმჯობესი იქნება პირდაპირ კითხოთ, დაუჭერენ თუ არა ამ სიას მხარს. ამის შემდეგ გამოჩნდება, რა პოზიცია აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს საჯაროდ ავითარებენ ვერსიას, რომელიც ირაკლი კობახიძემ მოიფიქრა და ეს ცრუ ვერსიაა", - განაცხადა ბესელიამ.