ქალბატონი ეკა თუ გამოთქვამს ჩემთან შეხვედრის სურვილს, ჯერ არ დამკავშირებია, ყოველთვის მზად ვარ, მას შევხვდე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება ბესელიას მიერ გუნდის დატოვებას, მდინარაძე ამ საკითხზე არ საუბრობს.
„ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. ჩვენ განცხადებები უკვე გავაკეთეთ, ჩვენს ფრაქციაზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი. ვიმოქმედეთ, რაც იყო სწორი გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე. რაც იყო სწორი რეგლამენტის წესების დაცვიდან გამომდინარე, ფრაქციის წესდებიდან გამომდინარე. ვუფრთხილდებით თითოეულ წესს ჩვენი გუნდისას და არ გვინდა, რომ ჩვენი განცხადებებით, მით უმეტეს დავძაბოთ სიტუაცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.