ჩვენი კვლევებით, დაახლოებით 162 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში, საიდანაც 158 არის H1N1, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, დანარჩენი 4 შემთხვევა არის H3N2.
„ასევე გამოჩნდა B ტიპის ვირუსი, რომელიც შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. გასული კვირის მონაცემებით, ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე გვაქვს - 256. ერთი კვირით ადრინდელ მონაცემთან შედარებით შემცირებულია 21-ით. კვლავ რჩება მაღალი მაჩვენებელი მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო ჰოსპიტალიზაციის. ამის მაჩვენებელიც შემცირებულია 41%-დან 33%-მდე, თუმცა ეს მაჩვენებელიც მაღალია. თბილისში, ჯანდაცვის 5 დაწესებულება გადავიდა საგანგებო მუშაობის რეჟიმზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.