დავით ონოფრიშვილი დღეს 58 წლის გახდა. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი და პარლამენტის წევრი დავით ონოფრიშვილი 1961 წლის 8 იანვარს დაიბადა. დავით ონოფრიშვილი სწავლობდა თბილისის პირველ ექსპერიმენტულ და 102-ე საშუალო სკოლებში. 1984 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით. 1991 წელს დაამთავრა მოსკოვის სახალხო მეურნეობის პროგნოზირების ინსტიტუტის ასპირანტურა. 1994 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივი სკოლის (SIPA) მაგისტრატურა ეკონომიკური პოლიტიკის მართვის სპეციალობით.
1984-1991 წლების მანძილზე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. 1992-93 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტში. 1994-95 წლებში ონოფრიშვილი მუშაობდა მსოფლიო ბანკის ექსპერტ-კონსტულტანტად საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების და წაგებიან საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროექტებზე.
1995 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი და ეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე. 1999-2000 წლებში ონოფრიშვილი იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო. იმავდროულად იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი.
2000-2002 წლებში ონოფრიშვილი არასამთავრობო სექტორში მუშაობდა, იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტი ფისკალურ საკითხებში. 2003 წელს გახდა ვანდერბილთის უნივერსიტეტის (ნეშვილი) ასოცირებული პროფესორი. 2004-2005 წლებში იყო საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
2009 წლიდან არის თავისუფალი დემოკრატების ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე.