„მცხეთის სამედიცინო ცენტრში“ კარანტინი გამოცხადდა.
როგორც „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა დავით ლოლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მცხეთის სამედიცინო ცენტრში ამ ეტაპზე რესპირატორული დაავადებით 50-მდე პაციენტი მკურნალობს, სამი კი, მართვით სუნთქვაზე იმყოფა.
„ამ წუთისთვის, მწვავე რესპირატორული გამოვლინებებით კლინიკაში დაახლოებით 50-მდე პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. კლინიკა იმყოფება კარანტინის მდგომარეობაში. ვითარება საკმაოდ რთულია მომართვიანობიდან გამომდინარე. H1N1 კლინიკაში დადასტურებული არ არის, რადგან არ ჩატარებულა ანალიზი. გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება 3 ადამიანი“, - განაცხადა ლოლაძემ.
ცნობისთვის, კარანტინი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშიც გამოცხადდა.