მსოფლიოს უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნდა, პირველ ადგილზე ბრიტანეთის კემბრიჯის უნივერსიტეტია, შემდეგ კი ჰარვარდი და იელის უნივერსიტეტები.
უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს საგანმანათლებლო ცენტრებმა რეიტინგის პირველი 17 ადგილი დაიკავეს.
შემდეგ საფეხურზე მოდის ევროპის, კანადისა და ავსტრალიის უნივერსიტეტები. რეიტინგში სადაც 200 უნივერსიტეტია აზიის 15 უნივერსიტეტიც მოხვდა. მათ შორის ყველაზე ზედა საფეხურზე ჰონ კონგის უნივერსიტეტია, რომელიც 23-ე ადგილზეა. რეიტინგის პირველ 50 ადგილს შორის არ აღმოჩნდა გერმანიისა და ნიდერლანდების უნივერსიტეტები.