პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში სიონის წყალსაცავის მიმდებარედ ახალი სასტუმრო კომპლექსი მოეწყობა. პირობიან ელექტრონულ აუქციონზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 380 000 ლარად გაიყიდა. საინვესტიციო პირობის მიხედვით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ინვესტორი ვალდებულია მოაწყოს სულ მცირე 60 ნომრის მქონე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსი.
საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და სიონის წყალსაცავის მიმდებარედ ტურისტული პოტენციალის განვითარებას.
შეგახსენებთ, რომ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.