"2018 წელს საქართველოში ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ჩვენს ქვეყანაში 8 მილიონ 700 ათასამდე ვიზიტი შედგა, აქედან ნახევარზე მეტი ტურისტია, რომელიც საქართველოში ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გასაცნობად ჩამოდის.“-განაცხადა საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ, რომელიც დღეს 2018 წლის საერთაშორისო ვიზიტორთა სტატისტიკის პრეზენტაციას დაესწრო.
“ტურიზმის სფეროში ინფრასტრუქტურის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და რეგიონების განვითარების მიზნით მომავალში გაიმართება ძალიან ბევრი ღონისძიება, იგეგმება ინვესტიციები სასტუმრო სფეროში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისთვის, ამ პროცესში აქტიურად ჩართულია კერძო სექტორი“. აცხადებს -ნატა კვაჭანტირაძე