ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური სისუსტე, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გედევან ფოფხაძის გაწვევით პროცედურა დაირღვა.
„ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური სისუსტე, სხვაგვარად მათ, ამ პატარა ჯგუფმა ვერ მოახერხა, რომ თავისი ინტერესები რაც უნდა რომ კომიტეტში იყოს გატარებული, ყოფილიყო რეალიზებული. სამწუხაროა, რომ ახლა უკვე შემდეგი ეტაპი წამოიწყეს, რადგან მოსამართლეთა დასანიშნი კანდიდატების, უზენაეს სასამართლოში ასარჩევი პირების ახალი სია უნდა წარედგინოს პარლამენტს. როგორც ჩანს, ამ პატარა ჯგუფს სჭირდება, რომ იურიდიულ კომიტეტში არ იყოს ბარიერი, არ შეხვდეს მათ წინაღობა, რაც შეხვდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ჩემი გადაწყვეტილებით, დეკემბრის ბოლოს არ ჩაინიშნა ამ სიის განსახილველად კომიტეტის სხდომა “, – განუცხადა ეკა ბესელიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს.