იურიდიული კომიტეტი ბრძოლის პოლიგონად გადააქცია იმ პატარა ჯგუფმა, რომელსაც აქვს ღია ინტერესი და ლობირებს მოსამართლეთა უზენაეს სასამართლოში დასანიშნ კანდიდატთა სიას, – ამის შესახებ კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ბრძოლა ფარულად დიდი ხანია მიმდინარეობს.
„ამას უკვე თავად კობახიძემაც ახადა ფარდა და თავად პირველად ახსენა ეს საჯაროდ, ამაში ალბათ მეტი სიცხადის შეტანა იქნება საჭირო. საქართველოში როდესაც დავბრუნდები ვაპირებ, საზოგადოებას ვესაუბრო. მე ყოველთვის კრიტიკული ვიყავი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებას. მიმაჩნია, რომ ეს რეფორმა უნდა ემსახურებოდეს ნამდვილად სამართლიან გადაწყვეტილებებს”, – განუცხადა ეკა ბესელიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს.