2018 წელს საქართველოში 8,679,544 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შედგა. ზრდა 2017 წელთან შედარებით +9.8%-ია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდონით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4,756,820 შეადგინა, რაც 687,466-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე (ზრდა +16.9%)

2018 წელს პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი +80%,სლოვაკეთი +62%, რუმინეთი +59%, ნიდერლანდები +56%, გერმანია +50%, ლატვია +50%, ჩეხეთი +44%, პოლონეთი +37%, საფრანგეთი +36%, გაერთიანებული სამეფო +31% იტალია +30% და სხვა.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +112%,ჩინეთი +75%, ბელარუსი +43%, ისრაელი 36%, ქუვეითი +34%, ყაზახეთი +25% და აშშ +25%.

საერთაშორისო კვლევითი პორტალის, Numbeo-ს მონაცემებით, 2018 წელს, საქართველო მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით საქართველომ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტულ მიმართულებად დასახელდა და რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა. ევროპაშიკი მეორე ადგილზეა.
საქართველოში ტურისტების მოსაზიდად, საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, ტურისტული პროდუქტების შექმნის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველწლიურად ახალ პროექტებს ახორციელებს. ამ პროექტებმა დიდი როლი ითამაშა როგორც ტურისტების მოზიდვის ასევე საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების მნიშვნელოვნად გაზრდის საკითხში.
შეიქმნა ახალი ვიდეო-EmotionAreGeorgia. საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის რეკლამირების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი წლის მანძილზე წამატებით იყენებს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან და პოპულარულ პლათფორმებს და ტელეკომპანიებს: Facebook, Tripadvisor, National Geographic, Expedia და Lonely Planet. Euronews, CNN და BBC.
საქართველოს ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენის მიზნით 2018 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამართა 163 პრეს ტური და 24 გაცნობითი ტური; საქართველოს ეწვია 800 მდე ჟურნალისტი; 300 მდე ტურ-ოპერატორი; მომზადდა 1000-ზე მეტი სტატია და 200-ზე მეტი სიუჟეტი.
საქარველოს შესახებ სტატიები მოამზადეს მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგულმა და გავლენიანმა გამოცემებმა: „Conde Nast Traveller“, Forbes, NewYork Times, „The Telegraph, „National Geographic, „Liberation“ „Deutsche Welle“ „Vogue“ და ა.შ. 4 წლის განმავლობაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს 2683 ჟურნალისტი, 1067 ტუროპერატორი ეწვია. მომზადდა 3014 სტატია, ბლოგი, სატელევიზიო სიუჟეტი და გადაცემა.
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით გძელდება პროექტი „ გაიცანი საქართველო.“ პროექტის ფარგლებში 4 წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა მხარეში 40-მდე პრესტური მოეწყო და 200-ზე მეტი სიუჟეტი მომზადდა.