31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, საქართველოს რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 9 030 გამოძახება დაფიქსირდა. 31 დეკემბერს პირველადი გადაუდებელი დახმარებისთვის მიმართვების რაოდენობამ 2 598 შეადგინა, 1-ელ იანვარს - 3 211, ხოლო 2 იანვარს - 3 221. ამათგან, 156 შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მოტივს ინტოქსიკაცია, 32 შემთხვევაში კი - პიროტექნიკით სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება წარმოადგენდა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი საქართველოს რეგიონებში ოპერირებს. სასწრაფოდ ეკიპაჟები მოსახლეობისთვის პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდებას უწყვეტ რეჟიმში, ოპერატიულად უზრუნველყოფენ.