თბილისში, კვერნაძის ქუჩაზე, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამგორის ყოფილი გამგებლის, მამუკა ჩოქურის მანქანა დაწვეს.
მამუკა ჩოქურის განცხადებით, ის უკვე გამოკითხეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა.
„ნამდვილად ვერ გეტყვით მიზეზს დილით დაიწვა ექვსის ნახევარზე. არ ვიცი, იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და დაადგენენ“, - განაცხადა ჩოქური.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.