ჟერარ დეპარდიე 70 წლის გახდა. ცნობილი ფრანგი კინომსახიობი ჟერარ ქსავიე მარსელ დეპარდიე 1948 წლის 27 დეკემბერს დაიბადა. მსახიობი თამაშობს ფართო სპექტრის როლებს განსხვავებული ჟანრების ფილმებში: კომედიებში („მამა - ჩემი საყვარელი“), მელოდრამებში („მთვარე საკანალიზაციო თხრილში“), კოსტიუმირებულ ისტორიულ ფილმებში („დანტონი“, „ვატელი“, „ვიდოკი“), კლასიკურ დრამატულ რეპერტუარში („სირანო დე ბერჟერაკი“), აბსურდულ ექსპერიმენტებში („ცივი საუზმე“). საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უცხოელი მსახიობი იყო ჟან-პოლ ბელმონდოსა და ალენ დელონთან ერთად. პოპულარობა ძირითადად სამმა ფილმმა მოუტანა, სადაც კომედიურ დუეტშია პიერ რიშართან: „უბედონი“ (1981), „მამიკოები“ (1983), „გაქცეულები“ (1986).