გიუსტავ ეიფელის გარდაცვალებიდან 95 წელი გავიდა. ცნობილი ფრანგი სამოქალაქო ინჟინერი და არქიტექტორი ალექსანდრ გიუსტავ ეიფელი 1923 წლის 27 დეკემბერს გარდაიცვალა. პარიზის ხელოვნებისა და წარმოების ცენტრალური სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სახელი გაითქვა საფრანგეთის სარკინიგზო ქსელისთვის სხვადასხვაგვარი ხიდების აშენებით, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია გარაბიტ-ვიადუკი. თუმცა, გიუსტავი მთელ მსოფლიოში ცნობილი სახელგანთქმული ეიფელის კოშკის წყალობით გახდა, რომელიც პარიზის 1889 წლის მსოფლიო გამოფენისთვის აშენდა. ინჟინერიისგან ჩამოშორების შემდეგ, ეიფელმა თავისი ძალისხმევა მეტეოროლოგიისა და აეროდინამიკის კვლევებისკენ მიმართა და ორივე სფეროში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა