საბჭოს წევრების დღევანდელი გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ჰონორარებისთვის განსაზღვრული თანხიდან, წლის ბოლოსთვის დარჩენილი 27 263 ლარი რვა მეურვეზე ერთჯერადად გადანაწილდება.
სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ასევე ერთხმად დაამტკიცეს მომავალი წლიდან ყოველთვიური ჰონორარების გაზრდის საკითხიც.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2019 წელს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ყოველთვიური ჰონორარი 6 500 ლარი იქნება, თავმჯდომარის მოადგილის – 4 800 ლარი, სამეურვეო საბჭოს წევრის – 4 200 ლარი.
ცნობისთვის, ამ გადაწყვეტილებამდე, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ყოველთვიური ანაზღაურება 5 800 ლარი იყო, საბჭოს წევრის – 3 800 ლარი.