ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის თანახმად, მსოფლიოს 10 საუკეთესო ზამთრის სასმელებს შორის ქართული ჭაჭა ლიდერობს.
სტატიაში დეტალურად აღწერილია ინფორმაცია ჭაჭის შესახებ და მოცემულია მისი მოხმარების წესები საშობაო სუფრაზე.
„როდესაც ჭაჭით სავსე ჭიქებს „მიუჭახუნებთ“ აუცილებლად უნდა თქვათ „გაუმარჯოს“, - ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ჭაჭას საქართველოს სოფლებში თითქმის ყველა ოჯახში ამზადებენ.
„ესტუმრეთ საქართველოში ნებისმიერ სოფელს. იქ ჭაჭას ყველა ოჯახში ამზადებენ, აუცილებლად დაგაძალებენ 2-3 ჭიქის დალევას, აი, ასეთები არიან ქართველები“, - ნათქვამია სტატიაში.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ სახლის ჭაჭა თბილისის თითქმის ყველა რესტორნის მენიუშია.
„მას შემდეგ, რაც დააგემოვნებთ ერთ ჭიქა ჭაჭას, აუცილებლად მიხვდებით, რატომ უყვართ ქართველებს ჭაჭის დალევა ზამთრის ცივ ღამეს“, - ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორიც მკითხველს განუმარტავს, რომ მთავარი საშობაო ფრაზა „შობას გილოცავთ“ დღესასწაულის მილოცვას ნიშნავს.
ჭაჭასთან ერთად ზამთრის საუკეთესო სასმელებს შორის დასახელდა პოლონური ცხელი ლუდი, დანიური გლინტვეინი, ასევე სასმელები შვედეთიდან, ჩილედან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.