დღეს, 9 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი გახსნის. ბავშვთა უფლებების დაცვის სპეციალისტი კერი ნილი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს წარმოადგენს. არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის თემაზე მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე ისაუბრებს.