დღეს, 9 სექტემბერს, საქართველოში ისრაელის კვირეული დასრულდება. კვირეული 2სექტემბერს დაიხურება.
კვირეულის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიება: 1. ყაზბეგის მარათონი (მსვლელობა გუდაურიდან-ყაზბეგამდე); 2. თემატური გამოფენა (ეროვნული მუზეუმი); 3. ისრაელის სამთავრობო დელეგაციის შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან; 4. ებრაული დელეგაციის შეხვედრა ბიზნესის, კულტურის, შოუბიზნესის წარმომადგენლებთნ; 5. ბიზნეს- და კულტურული აქციები; 6. სპეციალურად ისრაელის კვირეულისათვის ჟურნალის გამოცემა, სადაც იბეჭდება სტატიები საქართველოს ეკონომიკაზე, ტურიზმის ინდუსტრიასა და საქართველოში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებზე.
ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს ებრაული სააგენტოს პირველი წარმომადგენელი საქართველოში და ახლა უკვე თავად ორი ქვეყნის დამაკავშირებელი, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე აცხადებს, რომ თბილისი იყო პირველი ქალაქი, რომელმაც ფართოდ გაუღო კარი მსოფლიო ებრაელობას და საერთაშორისო მისიებს.
"მთავრობის მიერ გატარებულმა ლიბერალურმა ეკონომიკურმა რეფორმებმა, შემცირებულმა გადასახადებმა და მიმზიდველმა საინვესტიციო გარემომ განაპირობა მსოფლიო ებრაელობის დაინტერესების ზრდა საქართველოსადმი. საქართველოსა და ისრაელის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ კავშირს, საქმიანი ურთიერთობების უდიდესი მომავალი აქვს. ჩვენმა ქვეყნებმა კარგად იციან, რას ნიშნავს რთული გეოპოლიტიკური გარემო და ამ გარემოში ისეთი ღირებულებების დამკვიდრება, როგორიცაა მეგობრობა, მოკავშირეობა და პარტნიორობა. ბედნიერი ვარ, რომ ამ ურთიერთობების გაღრმავებაში თავისი წვლილი საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატამაც შეიტანა. ქართულ-ებრაული მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ურთიერთობა ბოლო დროს შეიცვალა და უფრო მასშტაბური გახდა, რაც უკვე საქართველო-ისრაელის და მსოფლიო ებრაელების ურთიერთობას ნიშნავს. ეს კავშირები არ შემოიფარგლება მხოლოდ მეგობრობით, მას აქვს საქმიანი ხასიათი და ეს საქმიანობა მოიცავს მრავალ სფეროს: ბიზნესი, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება", _ განაცხადა მან.