ცეკოს-ს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს.
თამარ ჟვანიამ კენჭისყრაში მონაწილე 9 წევრიდან 8 მათგანის მხარდაჭერა მიიღო.
რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებს - ვლადიმერ ბოჟაძეს ხმა კომისიის ერთმა წევრმა მისცა, მარიამ შელეგიას - არცერთმა.
კენჭისყრაში მონაწილეობა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს არ მიუღიათ. კენჭისყრაში ასევე არ მონაწილეობდა თამარ ჟვანია.
ცნობისთვის, თამარ ჟვანია ცესკო-ს მომდევნო 5 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.