თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
მისი თქმით, ის არ გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ხმის მიცემის უფლებას.
"ეს არის საკანონმდებლო მოცემულობა. დღევანდელი კანონმდებლობით, მე ნამდვილად შემიძლია მონაწილეობა სხდომაში - წაყვანაც, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ არცერთ შემთხვევაში სხდომას არ წავიყვან, არცერთ შემთხვევაში ამ უფლებას არ გამოვიყენებ. მე არ მივიღებ თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობას და ჩემი ხმის უპირატესობას არ გამოვიყენებ“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ცნობისთვის, ცესკო-ს თავმჯდომარეს დღეს აირჩევენ.