როდესაც ხელისუფლება აყალბებდა არჩევნებს, ცესკო-ს არათუ რეაგირება არ მოუხდენია, არამედ აღნიშნული გაყალბების პროცესში იყო ჩართული და შესაბამისად, ამ ადმინისტრაციის მიერ ხელშეწყობილმა პრეზიდენტმა დაუბრუნა ხარკი თავმჯდომარეს, - ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირთაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის დღევანდელ სხდომაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
„ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს პროცესი, რომელიც ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი აქვს. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობა. არანაირი კავშირი დემოკრატიასთან ამას არ აქვს. მე, როგორც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მივიღე გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ფარსში არ მივიღო მონაწილეობა. როდესაც ხელისუფლება აყალბებდა არჩევნებს, ცესკო-ს არათუ რეაგირება არ მოუხდენია, არამედ აღნიშნული გაყალბების პროცესში იყო ჩართული და შესაბამისად, ამ ადმინისტრაციის მიერ ხელშეწყობილმა პრეზიდენტმა დაუბრუნა ხარკი თავმჯდომარეს“,- განაცხადა კირთაძემ.
ცნობისთვის, ცესკო დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. სხდომა 14:00 საათზე გაიმართება.