იმერეთში მდინარე ძირულაძე 11.3 მგვტ სიმძლავრის ჰესი ~ხუნევი~ უნდა აშენდეს. ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთა განაცხადები ენერგეტიკის სამინისტროში 21 სექტემბრის ჩათვლით მიიღება.
განაცხადების მიღებისა და გაცნობის შემდეგ მთავრობა საუკეთესო პირობების მქონე ინვესტორს შეარჩევს და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა კონკრეტულად ვინ ააშენებს იმერეთში ახალ ჰესებს.