ცესკო-ს თავმჯდომარეობაზე შერჩეული კანდიდატურები პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ არ არის მზად, უარი თქვას მორჩილ საარჩევნო ადმინისტრაციაზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ხელისუფლების მხრიდან უგუნური ნაბიჯი.
„ამ ფონზე, როდესაც ხელისუფლება არ არის მზად პოლიტიკური დიალოგისთვის, რა თქმა უნდა, ოპოზიციური ძალები და არასამთავრობო სექტორი კიდევ მეტად უნდა კონსოლიდირდეს იმისათვის, რომ შეიცვალოს საარჩვენო სისტემა და დრულად გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე და საარჩევნო ადმინისტაციების და „ქართული ოცნების“ სხვადასხვა დანაშაულებზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული მომავალში არჩევნების შედეგები“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ცნობისთვის, გუშინ ცესკო-ს თავმჯდომარეობის 4 კანდიდატურა დასახელდა: თამარ ჟვანია - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჯავახიშვილი - ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი, ლადო ბოჟაძე -“სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, მარიამ შელეგია. გიორგი ჯავახიშვილმა პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.