ჩვენ ფრთოსან რაკეტებს ვაკეთებდით ჩვენი ხელისუფლების ბოლოსკენ. ასეთი ტექნოლოგია აქვთ მსოფლიოში თითებზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს, - თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, Facebook-ში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
“მე ახლა მიკეთია საათი, რომელიც არის ზვიად ციკოლიას გაკეთებული. სხვათა შორის, უკრაინელების შეკვეთით გააკეთა, ძალიან მაგარი საათია. ზვიადმა გააკეთა "ლაზიკა", "დიდგორის" დიზაინი, ზვიადი აწყობდა თვითმფრინავს "დელტაში". დღეს აღარავინ აწყობს თვითმფრინავებს. ჩვენ ფრთოსან რაკეტებს ვაკეთებდით ჩვენი ხელისუფლების ბოლოსკენ. ასეთი ტექნოლოგია აქვთ მსოფლიოში თითებზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს. საქართველო აკეთებდა. ახლა ზვიად ციკოლია აკეთებს საათებს უკრაინისთვის, რადგან თავი რამით ხომ უნდა ირჩინოს“, - თქვა სააკაშილმა.