საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის თემაზე არასამთავრობოებს ხვდება. დახურულ შეხვედრაზე ცესკო-ს თავმჯდრომარეობის კანდიდატი უნდა შეირჩეს. თამარ ჟვანიას ცესკო-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილება ამოეწურა.
სალომე ზურაბიშვილმა კანდიდატები ხვალ უნდა წარადგინოს.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენისთვის“ გახდა ცნობილი, შერჩეულია სამი კანდიდატურა. ესენი არიან: თამარ ჟვანია, ცეკოს-ს თავმჯდომარე; “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე და მარიამ შელეგია, რომელიც ამ დროისთვის სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომელია.
არასამთავრობოებთან შეხვედრაზე გამოკვეთილია ეს სამი კანდიდატურა, თუმცა, საბოლოდ ვის წარადგენს პრეზიდენტი ხვალ გახდება ცნობილი.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა, კვლავ თამარ ჟვანიამ დაიკავოს. მმართველი გუნდი, თამარ ჟვანიას კანდიდატად წარდგენის შემთხვევაში, სწორედ მის მხარდაჭერას აპირებს.
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტს აქვს.