როდესაც საბალეტო დასს ხელმძღვანელობს ადამიანის მეუღლე, რომელიც საქართველოს ემუქრება და მოსახლეობას მოუწოდებს დაამხოს ეს ხელისუფლება, საქართველოს მთავრობას ეძახის კრიმინალებს, ბიძინა ივანიშვილს ეძახის ნარკო-ბარიგას, მე მივმართავ კითხვით ქალბატონ ნინო ანანიაშვილს, ან გამოვიდეს და გემიჯნოს თავის მეუღლეს და თქვას, რომ არ ეთანხმება, ან გადადგეს, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპერა ხელში აქვთ ჩაგდებული ვაშაძეებსა და ანანიაშვილებს და იქ შესვლის უფლება არ აქვს ოპერაში მოღვაწე ისეთ ცნობილ ადამიანს, როგორიცაა ირმა ნიორაძე, ცისკარიძე და ა.შ.
ის ნინო ანანიაშვილის გადადგომის მოთხოვნით პერმანენტული აქციების დაწყებას აანონსებს.
"პერმანენტულ აქციებს დავიწყებთ, ოპერა უნდა გათავისუფლდეს ვაშაძეების და ანანიაშვილების კლანისგან. ნინო ანანიაშვილს, მე ვაფასებ, როგორც დიდ ბალერინას, მაგრამ უნდა დამთავრდეს ამ ცხოვრებაში ორმაგი სტანდარტით ცხოვრება, თუ მისი მეუღლე და ოჯახის წევრი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ უნდა დავამხოთ ეს ხელისუფლება, ამ ხელისუფლებას რატომ ემსახურება, წავიდეს დაჯდეს სახლში, 2020 წელს იქნება არჩევნები თუ მოიგებს მიქი ქმრის პარტია ისევ დააბრუნონ. ყველამ დატოვა საბალეტო დასი, ქართველი ჩენი ნიჭიერი ბალერონები თუ ბალერინები მოღვაწეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ჩვენთან ცეკვავს ჩინელი, იაპონელი, ეს არის სირცხვილი", - განაცხადა ოქიტაშვილმა.