ჩვენი უწყებები, რომლებიც დაკავებული არიან საქართველოს უსაფრთხოებით, მართლაც უმაღლეს დონეზე ასრულებენ თავის მოვალეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ტერორიზმი არის ყველაზე დიდი გამოწვევა მსოფლიო თანამეგობრობისთვის.
„ჩვენ ყოველ დღე საერთაშორისო მედიაში ვადევნებთ თვალყურს, რომ ეს გამოწვევა ხდება ყოველ დღე უფრო და უფრო მტკივნეული. მე სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი უწყებები, რომლებიც დაკავებული არიან საქართველოს უსაფრთხოებით, მართლაც უმაღლეს დონეზე ასრულებენ თავის მოვალეობას და ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა აღნიშნავს მათ ძალიან მაღალ პროფესიონალიზმს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.