ვისაც უნდა იმას უმღეროს და "პაკლონზეც" იმასთან იაროს, გულისამრევია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით სანქტ-პეტერბურგში ჩატარებულ კონცერტთან დაკავშირებით Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
მისი თქმით, დროა, ბურჭულაძე პოლიტიკას შეეშვას.
"ამ კაცს რა უნდა, ეგება გაარკვიოს, დროა პოლიტიკას შეეშვას, ვისაც უნდა იმას უმღეროს და "პაკლონზეც" იმასთან იაროს. გულისამრევია. წერტილი", - წერს სამადაშვილი.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ რუსეთში იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.