ჩემთვის პირადად მიუღებელია, შეიძლება, არც იცოდა ბურჭულაძემ, რომ პუტინი ესწრებოდა [კონცერტს], - ამის შესახებ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა პაატა დავითაიმ პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით სანქტ-პეტერბურგში ჩატარებულ კონცერტთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, მისთვის ეს მიუღებელია, რადგან რუსეთის პრეზიდენტი არის ის მთავარსარდალი რუსეთის ფედერაციის, რომელმაც განახორციელა უშუალო ბრძანებები საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით
მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძე იქნება თუ არა მათი მოკავშირე, ეს თავად ბურჭულაძის გადასაწყვეტია.
„პაატა ბურჭულაძე იყო მხარდამჭერი ბატონი გრიგოლ ვაშაძის, აქედან გამომდინარე, არანაირ პრობლემას არ ვხედავ, ახლა ეს მისი პოზიციაა, ის გააგრძელებს თუ არ გააგრძელებს, არ ვიცი. ჩემთვის მიუღებელია ეს თემა, ცალსახად მინდა ხაზი გავუსვა, მაგრამ ისევეა მიუღებელი ჩემთვის საქართველოს პრეზიდენტი, რომლისთვისაც ლავროვი არის დიპლომატიის ეტალონი. მაშინ ქალბატონი ზურაბიშვილიც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, ეტალონად ლავროვი რომ ჰყავს. ამიტომ, ეს მსჯელობის და პიროვნული საკითხია. პოლიტიკურად, ხაზი მინდა გავუსვა, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია პუტინის წინაშე სიმღერა“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ რუსეთში იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.