ახლა განიხილება საკითხი, რამდენად შორს წავა ივანიშვილის რეჟიმი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების შელახვაში, - ასე ეხმიანება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის დაკავებას.
მისი თქმით, ოპოზიციური ფიგურის, დავით კირკიტაძის დაკავება არის ისედაც ღრმა კრიზისში მყოფი ქვეყნის, კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეყვანა.
„კირკიტაძის დაკავება ამ ვითარებაში არ ეხება კირკიტაძეს, ეხება ოპოზიციური სპექტრისთვის უტიფარ გზავნილს, რომ ლიცენზია ძალადობაზე, უკანონობასა და ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე, აქვს მხოლოდ იმ ჯგუფებს ვინც დაკავშირებულია ივანიშვილის ჯგუფებთან“- აცხადებს ბოკერია.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე სსკ-ს 353-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების გამო დაწყებულია გამოძიება და კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები სწორედ ამიტომ მივიდნენ.
16 დეკემბერს კახეთში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.
ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანება "ძალა ერთობაშია" თელავში, პრეზიდენტის ინაუგირაციის რონისძიების პარალალელურად აქციის გამართვას გეგმავდა. თელავისკენ მიმავალ ოპოზიციის წარმომადგენლებს თელავისკენ მიმავალი გზა, რომელიც გომბორის ქედზე გადის, სამართალდამცველების მიერ ჩაკეტილი დახვდათ. პოლიციამ მათ უთხრა, მათ უთხრა, რომ გურჯაანი-ყვარლის გზით ესარგებლათ. შემოვლით გზაზე, სოფელ ველისციხესთან ოპოზიციას გზა ჩაკეტილი დახვდა, რის გამოც ოპოზიციის მხარდამჭერებს და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. საპატრულო პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ გურჯაანში მანქანებით შეფერხებულ ადამიანებს გზის გაგრზელება სპეციალურად გამოყოფილი ტრასნპორტით შესთავაზა. შსს-ის ცნობით, დაშავდა 7 პოლიციელი. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს - უწყებას მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ენმ-ის ცნობით, ოპოზიციის რიგებიდან, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა.