დღეს, 8 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 30 700 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 14.500%-ით, მაქსიმალური 15.900%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 15.626%-ით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 15.6% შეადგინა. კუპონის გადახდა ოთხჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.