ნურავის ექნება ილუზია, რომ შემოიტანს დისონანსს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს გადადის სრულფასოვან საპარლამენტო რესპუბლიკაზე, საპარლამენტო დემოკრატიაზე, რომელიც არის კიდევ ერთი გადადმული ძალიან პრინციპული ნაბიჯი, რათა ქვეყანა ევროპულ ოჯახსა და ევროპულ ფასეულობებს დაუბრუნდეს.
ბახტაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო წარმატებული იყოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, რასაც ჰქვია ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
„დღეს არის განსაკუთრებული დღე, რადგან არის ინაუგურაცია და ის აუცილებლად ჩატარდება მშვიდ და საზეიმო ვითარებაში. ამავე დროს, კონსტიტუციით გარანტირებულია, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი მოქალქეობრივი სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. პოლიციამ შესთავაზა ყველას, ესარგებლათ ალტერნატიული გზით. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. კიდევ მინდა გვაიმეორო ის, რაც ვთქვი რამდენიმე თვის უკან, როდესაც იწყებოდა საპრეზიდენტო არჩევნები და საარჩევნო კამპანია. ნურავის ექნება ილუზია, რომ შემოიტანს დისონანსს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველო არის შემდგარი დემოკრატია, როდესაც ადამიანი და ნებისმიერი პოლიტიკური ძალა არჩევნებში გაიმარჯვებს, ამას უნდა ღირსეული შეხვედრა ისევე, როგორც უნდა ღირსეული შეხვედრა ოპონენტის მხრიდან. ჩვენი ხედვა გახლავთ ასეთი. მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.