სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, მანიფესტაციის გამართვის მიზნით, თელავის მიმართულებით თავისუფლად გადაადგილდნენ.
როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, აღნიშნული წარმოადგენს მათ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით.
"საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს. ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს", - აღნიშნავენ ომბუდსმენი.