მარშრუტი იყო დაანონსებული თუ საიდან უნდა ემოძრავა კოლონას, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ სოფელ ველისციხესთან განაცხადა, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია ცდილობს, თელავისკენ გადაადგილდეს.
მისი თქმით, ოპოზიციას არ სურს, აღნიშნული გზით წასვლა.
„ყვარელის გავლით შეუძლიათ მოხვდნენ თელავში“,- თქვა კუპატაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ისინი არანაირ პრობლემას არ უქმნიან აქციის მონაწილეებს და მათ შეუძლიათ, მოძრაობა ფეხით გააგრძელონ.
ცნობისთვის, ადგილზე სიტუაცია კვლავ დაძაბულია.