გომბორის უღელტეხილი დაგვიკეტეს, წამოვედით გურჯაანის გავლით, აქ დაგვხდა ჩახერგილი გზა, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სოფელ ველისციხესთან განაცხადა.
მისი თქმით, ეს პირდაპირი პროვოკაციაა.
„ეს არის პირდაპირი პროვოკაცია, რაზეც მოდის ხელისუფლება“, - განცხადა ვაშაძემ.
ამ დროისთვის, სადაც ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები სოფელ ველისციხესთან იმყოფებიან და გზის გაგრძელებას ვერ ახერხებს.
ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამართალდაცველებს შორის დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები გზის გახსნას ცდილობენ.