თელავისაკენ მიმავალ ოპოზიციის კოლონას გზა გადაუკეტეს, რასაც ხმაური მოჰყვა.
აქციის მონაწილეებს თელავისკენ მიმავალ გზაზე უცნობი პირები დახვდნენ, მათ ცოცხები ესროლეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და უთხრეს, რომ თელავში არ შეუშვებდნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პოლიცია ამ ინციდენტში არ ჩაერია.
აქციის მონაწილეები თელავისკენ გადაადგილებას ითხოვენ, რათა დაგეგმილი აქციის გამართვა შეძლონ.
ამ დროისთვის, საპატრულო პოლიციას ჩუმლაყის მაგისტრალი გადაკეტილი აქვს. გზას სამართალდამცავებით სავსე ავტობუსით კეტავენ. მანამდე ოპოზიციის კოლონას გზა გადაუკეტეს გომბორის უღელტეხილზეც.
ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია დაძაბულია.