ოპოზიციის კოლონა თელავისკენ უკვე დაიძრა.
ისინი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, არჩევნები ძალადობის, მოსყიდვისა და შანტაჟის ფონზე მიმდინარეობდა, ამიტომ ამ პროცესებს რეაგირების გარეშე ვერ დატოვებენ.
მათი თქმით, ოპოზიცია 13:00 საათზე თელავის ცენტრში მასშტაბურ აქციას გამართავს.
ცნობისთვის, თელავის მერიამ გაერთიანებულ ოპოზიციას ერეკლე მეორეს ძეგლთან აქციის გამართვის ნებართვა არ მისცა და ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა. თუმცა, ოპოზიცია გეგმავს, რომ აქცია თელავის ცენტრში გამართოს.
შეგახსენებთ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში დღის 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება.