საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა.
შედეგები ოფიციალურად ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე გამოცხადდა და ხელი მოეწერა შემაჯამებელ ოქმს.
ცესკო-ს საბოლოო შედეგებით, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 780 680 ხმა 40,48%, დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 1 147 701 ხმა 59,52% მიიღო.
„არჩევნებთან დაკავშირებით ყველა საჩივარს კანონმდებლობის შესაბამისი რეაგირება მოჰყვა, დასრულებულია სასამართლო სხდომები და შეფასებები სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებშია მოცემული“, - აღნიშნავენ ცესკო-ში.
დღევანდელი სხდომა, პროსტესტის ნიშნად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა დატოვეს.