ცნობილია, დღევანდელი მონაცემებით, ვინ დაესწრება საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას.
ინაუგურაციას ქვეყნების მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი დაესწრება.
"დღევანდელი მონაცემებით, ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება: სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სენატის წევრი, ასევე თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი, სებეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი, ლიეტუვას სეიმის სპიკერი, პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მინისტრი, მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი, გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებისა და გარემოს მინისტრი, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისრაელის კნესეტის (პარლამენტი) ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამის გენერალური მდივანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აშშ-დან USAID-ისწარმომადგენელი, წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი, არქიბიშოპი", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.