მათ [ოპოზიციის წევრებს] სურთ, ჩრდილი იმ დემოკრატიულ მიღწევას მიაყენონ, როდესაც არჩეულ პრეზიდენტს უკვე მოქმედი პრეზიდენტი ევროპული ტრადიციების შესაბამისად გადასცემს საპრეზიდენტო მანდატს და საქართველოში ეს პირველად მოხერხდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით,ოპოზიციას, მათ შორის ნიკა მელიას, რომელიც პარლამენტში კონცერტების ჩასატარებლად კვარტალში ერთხელ მიდის, დროულად მართებს, არჩევნების შედეგი აღიაროს და სრულფასოვნად ჩაერთოს პოლიტიკურ საქმიანობაში.
ვოლკსის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიულ სისტემაში არჩევნები ძალიან დიდი უპირატესობით მოიგო და 20%-იანი განსხვავება იყო, რომელსაც ვერანაირ გაყალბებას დააბრალებ, ეს დიდი უპირატესობაა. მისივე თქმით, მეორე ტურში საზოგადოებამ „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი უთხრა იმაზე, რომ საქართველოს მომავლით შეიცვალოს წარსული, რაც ყველასთვის მიუღებელია.
„ ეს იყო პრინციპული არჩევანი, რომლის შეცლა ნიკა მელიას ბრიფინგებს არ შეუძლია. ნიკა მელიას მეგობრებმა გამოაქვეყნეს და პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ვითომ სკანდალური ბრიფინგი ჩაატარეს, საბოლოო ჯამში რა დავინახეთ? საზოგადოებას პირადობის მოწმობები გაყალბების მექანიზმად მიყიდეს, მაგრამ ეს არავინ დაიჯერა. საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ მოწმობები მათი ხელისუფლების დროს მოქალაქეებმა, ან მათმა ოჯახებმა მედიასაშუალებებს ჩააბარეს ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად. რამდენი ბრიფინგიც არ უნდა გამართოს, ასეთი ფაბრიკაციები არჩევნების ლეგიტიმურ შედეგებს ვერ შეცვლის“,- განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების ამსახველ მასალებს გამოაქვეყნებს.