ბელგიაში ფლანდრიის რეგიონალურმა პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმად, ავტომობილის მძღოლები და მგზავრები სატრანსპორტო საშუალებებში ბავშვების თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების შემთხვევაში ათას ევრომდე დაჯარიმდებიან.
16 წლამდე მოზარდების თანდასწრებით მოწევის აკრძალვა ელექტრონულ სიგარეტებზეც გავრცელდება.