"ნაბუკოს" პროექტის წარმატების შანსები მცირეა, მიიჩნევს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი.
"ნაბუკოს" მთავარი პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს გარანტირებული მოცულობა იმ პროდუქტის, რომელიც საკმარისია ამ მილსადენისათვის. არ არსებობს მისი სისტემის შევსების წყარო", _ განაცხადა პუტინმა.
"რუსეთი არ აპირებს არაფრის მიწოდებას, ირანში საბადო ჯერ დამუშავებული არ არის, აზერბაიჯანს მარაგები ცოტა აქვს, იმავდროულად აზერბაიჯანმა რუსეთთან კონტრაქტი გააფორმა რათა რუსეთს მიაწოდოს გაზი. დარჩა თურქმენეთი თუმცა ამ დრომდე მისი მარაგები დადგენილი არ არის "- აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სხვა სიძნელეებიც არსებობს, რომელიც ნაბუკოს პროექტის რელიზებას აფერხებს.
"არსებობს ტერიტორიული უთანხმოება, კასპიის ზღვასთან დაკავშირებით აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის. ჩემი აზრით, პროექტის განხორციელება გაძნელდება, თუმცა მე ამას ძალიან რბილად ვამბობ"- განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ რაც შეეხება "სამხრეთის ნაკადს", ის ისევე ჩქარა აშენდება როგორც "ჩრდილოეთის ნაკადი".
"გაზსადენის მშენებლობა უკვე დავიწყეთ და მომავალ წელს ამ გასზადენში ბუნებრივი არის გატარებაც დაიწყება. სამუშაოებს დაჩქარებულად ვაწარმოებთ, ისევე როგორც სამხრეთის ნაკადზე", _ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.