მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელიასთან მხოლოდ იმისთვის მივიდა რომ ეთქვა, მისთვის საუბრის საშუალება მიეცა.
„მივედი ნიკა მელიასთან, რადგან მიკროფონიდან არ ისმენდა, რასაც ვეუბნებოდი, რომ მოეცა საშუალება ჩემი მოხსენება დამემთავრებინა. მივედი და პირადად ვეუბნებოდი, რომ პატივი ეცა საკუთარი თავისთვის და გაჩუმებულიყო და დამშვიდებულიყო, მოეცა საშუალება, დამემთავრებინა ჩემი განცხადება. როდესაც ვუთხარი გამოდი გარეთმეთქი, სიმართლე გითხრათ, ვეპატიჟებოდი ამ შენობაში, ჩემს კაბინეტში, მეოთხე სართულზე და პირისპირ მინდოდა საუბარი. უტრირება, რომ მე ნიკა მელია უნდა მეცემა, უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს“, – განაცხადა ინაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში დაპირისპირება მოხდა.