ამ დარბაზში ვხედავ რამდენიმე კრიმინალს - ირაკლი კობახიძე ერთი და მეორე ენზელ მკოიანი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ენზელ მკოიანი ჩვეულებრივი მოძალადეა, რომელიც თავს დაესხა გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრებს.
„თქვენ ხართ დამნაშავეები და კრიმინალები, ბრმა მორჩილებაში მყოფი. ამ დარბაზში ვხედავ რამდენიმე კრიმინალს - ირაკლი კობახიძე ერთი და მეორე ენზელ მკოიანი. თქვენს სინდისზეა, როგორც მინიმუმ, ერთი ადამიანის მკვლელობა და ეს ეხება ზუგდიდის სკოლის დირექტორს. ახალქალაქში განხორციელებულ თავდასხმას გრიგოლ ვაშაძის შტაბზე. დღეს, ვიდრე ასე თავს იწონებთ ვიღაცის წინაშე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ებრძვის სიკვდილს ონის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი და ეს არის სისხლიანი არჩევნები, რომელიც თქვენ ჩაატარეთ“, - უთხრა ნიკა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობას.
ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ პარლამენტში დაპირისპირება მოხდა.