ორი საათი ვუსმენ კაცს, რომელიც ყეფდა, რეებს არ იძახდა, რას არ აკეთებდა, პასუხიც არ უნდა გავცეთ?! რა უნდა გავაკეთოთ?! გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ, გამაგებინეთ, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.
„სიმართლე გითხრათ, 54 წლის კაცი დავიბენი, აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ბოლოს და ბოლოს, რა გინდათ, სადამდე მიდიხართ ამ პროვოკაციით, რა უნდა მოაწყოთ, რომ გადიხართ და ხელებს იშვერთ. ორი საათი ვუსმენ კაცს, რომელიც ყეფდა, რეებს არ იძახდა, რას არ აკეთებდა, პასუხიც არ უნდა გავცეთ?! რა უნდა გავაკეთოთ?! გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ, გამაგებინეთ. რაც არ უნდა კრიტიკული აზრი იყოს, უნდა თქვა, აქვს ვიღაცას ამის კულტურა, რომ თქვას და ვიღაცას არა. ამიტომ იწვევთ ამ მდგომარეობას. ვინ იყო ახლა აქ ისეთ სიტუაციაში, რომ თქვენთვის რამე ეთქვა და გადასულიყვნენ იმ ჯებირს. თქვენ რა უნდა ასწავლოთ ხალხს, ნუ გამაგიჟეთ. გიყურებთ ხალხი, რვაასჯერ გაგაგდეს პოლიტიკიდან, აღარ ხართ ამ დედამიწის ზურგზე, რეალობაში აღარ ხართ, პასუხი როგორ გაგცეთ, მე აღარ მესმის. გაქაჩვ-გამოქაჩვები რა უბედურებაა. საჩხუბო მოედანიც კი არ არის ნორმალური, კაცმა რომ იჩხუბოს და ვის უნდა ეს ჩხუბი და დავიდარაბა. როგორ უნდა აგიხსნათ სხვანაირად, თქვენ გამოიწვიეთ ეს პროვოკაცია. ბოდიში მაინც მოიხადეთ, რომ არასწორად მოიქეცით. ზის კაცი, ყეფს, არ შეიძლება, რაც არ უნდა მტყუანი იყოს კაცი, არ უნდა გადახვიდე მის პირად შეურაცხყოფაზე“, – მიმართა პაპუაშვილმა საპარლამენტო უმცირესობას.
ცნობისთვის, პარლამენტში დაპირისპირება მოხდა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ დარბაზში ხმაური იყო.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას მიმართა და უთხრა, რომ ხმა ჩაეკმინდა და ჩუმად მჯდარიყო. ამის შემდეგ ინაშვილი მელიას სავარძელთან მივიდა და მას ფურცლები შეაყარა.
"ერთხელ მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა", - მიმართა ინაშივლმა მელიას, რის შემდეგაც დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილიც ჩაერთო.