დღეს, 8 სექტემბერს, სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე გარემოს დაცვის სამინისტროში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას ხანძრების შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ სტატისტიკას გააცნობს. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ხანძრების შედეგად ბოლო პერიოდში 430 ჰექტრამდე ტყის მასივი განადგურდა.
ტურისტული სეზონის აქტივობის პერიოდში, საქართველოში ჯამში 430 ჰექტრმდე ტყის მასივი განადგურდა.
კერძოდ, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანზე _ 20 ჰა, აწყურის სატყეო უბანზე _ 300 ჰა, დაბა სურამში _ 10 ჰა, რაჭისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში _ 20-20 ჰა, ხოლო ყვარლის სატყეო უბანზე _ 50 ჰა ტყის მასივი.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის ძირითადი კერები მთელი საქართველოს მასშტაბით ლიკვიდირებულია.
შემთხვევის ადგილებზე სატყეო სააგენტოსა და გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის წარმომადგენლები მუშაობდნენ. გამოიყენეს საჰაერო ტექნიკა. ხანძრებს ადგილობრივი მოსახლეობა და 500-მდე ჯარისკაციც ებრძოდა.
სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე მოსახლეობას მეტი გულისხმიერებისკენ მოუწოდებს. ტყის მასივში ხანძრის დაუდევრობით გაჩენის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.